გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდა ავსული, ლეშიჭამია არსებებისგან შედგება, რომლებიც ნებისმიერი ტრაგედიით მანიპულირებენ და ხალხის ემოციებზე უბინძურესად თამაშობენ

7-12-2024

„ნაცპროპაგანდა ავსული, ლეშიჭამია არსებებისგან შედგება, რომლებიც ნებისმიერი ტრაგედიით მანიპულირებენ და ხალხის ემოციებზე უბინძურესად თამაშობენ. უსამშობლო კი არა და სულდაკარგულნი არიან ის არარაობები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ, ოღონდ მათი რევანშისტული გეგმები აღსრულდეს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე.


გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალბატონის შვილის პოსტს აქვეყნებს, რომელიც აცხადებს, რომ პიარისთვის მისი ტკივილის გამოყენება, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია.


„ნაცპროპაგანდა ავსული, ლეშიჭამია არსებებისგან შედგება, რომლებიც ნებისმიერი ტრაგედიით მანიპულირებენ და ხალხის ემოციებზე უბინძურესად თამაშობენ. უსამშობლო კი არა და სულდაკარგულნი არიან ის არარაობები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ, ოღონდ მათი რევანშისტული გეგმები აღსრულდეს. ბოროტებას რომ წარმატება არასდროს უწერია, ამას მტკიცებაც არ ესაჭიროება. გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ქალის შვილი, თამუნა კუბლაშვილი აცხადებს: „ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული. თუმცა, ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია! დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!,“- წერს გია აბაშიძე.