7-12-2024
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე, რადიკალების აქციებზე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას აფასებს.
მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს, აქციებზე პიროტექნიკის არგამოყენებაზე ფორმალურადაც კი არ გაუკეთებიათ განცხადება, რადგან მათ ინტერესში ვითარების დაძაბვაა.
„ფორმალური განცხადებაც არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, პიროტექნიკის არ გამოყენებაზე, რადგან მათ ინტერესშია ტემპერატურის აწევა აქციებზე“, - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.