7-12-2024
„რა ნაძირალობაა, უბედურებით მანიპულაცია. როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებაზე ოპოზიციის რეაქციას.
მისი განცხადებით, თავად გარდაცვლილის შვილიც კი, რომელიც საპროტესტო აქციების უშუალო მონაწილეა, ოპოზიციონერებს მოუწოდებს, რომ ყველაფერი არ იკადრონ.
„რა ნაძირალობაა, უბედურებით მანიპულაცია. როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ. ფაშისტები ხართ, ჩვეულებრივი "ჰიტლერები". წარმოიდგინეთ, დაღუპული ადამიანის შვილი, ვინც უშუალოდაა ჩართული პროტესტში, ღიად მოუწოდებს ამ ადამიანად წოდებულებს, რომ ყველაფრის კადრება არ შეიძლება! აი, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.