გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ

7-12-2024

„ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ“,- ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ პოლიტიკურ სპეკულაციებს.


მისი თქმით, მსგავსი ქმედება ოპოზიციის მხრიდან წარმოადგენს ზღვარგადასულ ქმედებას.


„ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ. ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, პირველ რიგში ოჯახის ტრაგედია, ამ დროს ხშირად მოსისხლე მტრებიც კი თანაგრძნობას გამოხატავენ, ეს პოლიტიკურად ჭკუაშეშლილები კი ხელებს იფშვნეტენ იქნებ რამეში გამოიყენონ, ასეთი რამე კი ზღვარგადასული უზნეობის გამოვლინებაა”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.