გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით კაჭარავა ევროკომისიის ანგარიშზე: ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩვენი ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მათი მხრიდან გამოყენებულია იარაღად და შანტაჟის მექანიზმად

7-12-2024

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დავით კაჭარავა ევროკომისიის ანგარიშს აფასებს. მისი თქმით გულდასაწყვეტია, რომ ევროკომისიის ანგარიში ქვეყნისა და ხელისუფლების შანტაჟისთვის გამოიყენება.


დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ერთგვარი იარაღი და შანტაჟის მექანიზმია უცხოელების ხელში.


„მინდა საზოგადოებამ სწორად გაიგოს, რომ ეს არის შანტაჟის კიდევ ერთი ხერხი ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიმართ, რაზეც ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ და რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩვენი ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი, ბოლო წლების განმავლობაში, მათი მხრიდან არის გამოყენებული იარაღად და შანტაჟის მექანიზმად,“- აღნიშნავს დავით კაჭარავა.