გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ედიშერ გვენეტაძე: რა თქმა უნდა ყოველი ძალადობა დასაგმობია ვისზეც არ უნდა ხორციელდებოდეს - ჟურნალისტი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მაგრამ ერთზე თუ ითხოვ დაგმობას, ასევე გააკეთე სხვის მიმართაც

8-12-2024

ნაცობა არა მარტო სირცხვილი, არამედ დანაშაულია. ნახეთ, პოსტვ-ის 20 წლის ჟურნალისტ გოგონას. როგორ აგინებენ, თავისი ჭკუით როგორ ამცირებენ და შეურაცხყოფენ, რა უცენზურო და უწმაწურ სიტყვებს არ ეძახიან ეს გაუკუღმართებული ჭკუის ნახირი (სხვა რა შეიძლება უწოდეს მაგათ კაცმა) და ეს თითქოსდა არაფერია, მაგრამ თავისიანებს მიმართ თუ ვინმემ რაიმე ზემოქმედება, გააკეთა უმალ აწკავწკავდებიან ნამშიერი ტყიდან ახლად გამოვარდნილი ტურებივით, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე, მაკა ჩიხლაძეზე და ოპერატორზე თავდასხმას და აქციის მონაწილეების მიერ „პოსტვ“-ს ჟურნალისტის, სალომე გობრონიძის ალყაში მოქცევის და შეურაცხყოფის მიყენების ამსახველ კადრებს აზიარებს.


მისივე თქმით, ყოველი ძალადობა დასაგმობია ვისზეც არ უნდა ხორციელდებოდეს -ჟურნალისტი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მაგრამ ერთზე თუ ითხოვ დაგმობას, ასევე უნდა გააკეთო სხვის მიმართაც.


„ნაცობა არა მარტო სირცხვილი, არამედ დანაშაულია. ნახეთ, პოსტვ-ის 20 წლის ჟურნალისტ გოგონას. როგორ აგინებენ, თავისი ჭკუით როგორ ამცირებენ და შეურაცხყოფენ, რა უცენზურო და უწმაწურ სიტყვებს არ ეძახიან ეს გაუკუღმართებული ჭკუის ნახირი (სხვა რა შეიძლება უწოდეს მაგათ კაცმა) და ეს თითქოსდა არაფერია, მაგრამ თავისიანებს მიმართ თუ ვინმემ რაიმე ზემოქმედება, გააკეთა უმალ აწკავწკავდებიან ნამშიერი ტყიდან ახლად გამოვარდნილი ტურებივით. რა თქმა უნდა ყოველი ძალადობა დასაგმობია ვისზეც არ უნდა ხორციელდებოდეს -ჟურნალისტი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მაგრამ ერთზე თუ ითხოვ დაგმობას, ასევე გააკეთე სხვის მიმართაც? თუმცა ჩემი ეს სიტყვები ვიცი, რომ "მგლის თავზე სახარების კითხვაა". ვინაიდან დასკვნა: ნაცობა ისეთი საშინელი უზნეო ავადმყოფობაა, რომელიც სამწუხაროდ არ იკურნება. ამიტომ ეს ძალა ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ უნდა ამოიშანთოს ქართული სინამდვილიდან“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.