გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვახტანგ ყოლბაია შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან შეხვდა

9-11-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ ტიდესტრიომს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ შვედ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.


ასევე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ყურადღება გალის რაიონში ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევის შემთხვევებზე გამახვილდა, მათ შორის სკოლებსა და სოლამდელ დაწესებულებებში მშობლიურ - ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, მოსახლეობის იძულებით პასპორტიცაზიაზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.

შეხვედრაზე შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს

თავის მხრივ ულრიკ ტიდესტრიომმა, ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით შვედეთის მთავრობის ურყევი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი, პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დავით გახარია ესწრებოდნენ.