ორშაბათი, ივნისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

9-11-2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას დაჩი ცაგურიამ მიმართა.


სადავო გახდა 4 ნოემბერს გადაცემის მსვლელობისას ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრის ეპიზოდი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გვარამიამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. მისი თქმით, ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.


საბჭოს სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.