გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიაზე: პატრონების დავალებაა, რომ ფორსირებულ რეჟიმში, კრიზისი შექმნან

9-12-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ფორმულას“ ეთერში გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანება.


მისი თქმით, გიორგი გახარიამ გააჟღერა ოპოზიციის გეგმა, მიზანი და სტრატეგია, რომელიც საკუთარი პატრონებისგან მიიღეს.


ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მათი მიზანია ბაიდენის ადმინისტრაციის ცვლილებამდე საქართველოში კრიზისი შექმნან და ქვეყანა ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დააყენონ.


ექსპერტის თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან, სხვა შემთხვევაში ქვეყანა ნორმალურად ვერ განვითარდება. „ეს არის გეგმა, სტრატეგია და მიზანიც.


"ეს არის პატრონების დავალება, რომ ფორსირებულ რეჟიმში, ბაიდენის ადმინისტრაციის ცვლილებამდე, ისეთი კრიზისი შექმნან, რაც საქართველოს აბსოლუტურ კოლაფსს შეუქმნის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველო დადგება ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე - ან სრული პოლიტიკური კაპიტულაცია ან არა და, „ავღანეთიზაცია“. მოკლედ, ეს ხროვა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, უნდა გადაშენდეს, ქართული პოლიტიკიდან, სხვა საშუალება ამ ქვეყნის ნორმალური განვითარებისა არ არსებობს! ნულოვანი ტოლერანტობა ექსტრემისტებს, არანაირი კონსენსუსი, სრული პოლიტიკური დემონტაჟი!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.