გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: „ომის პარტიამ" რუსთაველის გამზირზე მოაწყო ომის მცირე იმიტაცია, რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ რუსთაველზე, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი

9-12-2024

„ომის პარტიამ" რუსთაველის გამზირზე მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველზე - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი.


„ჩვენ, მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს, მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია, ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის საკმაოდ დიდი რესურსი. მათ მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე ომის იმიტაცია, „ომის პარტიამ" მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შსს-ს, ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს ამ დღეების განმავლობაში, მთლიანობაში, შსს-მ იმოქმედა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ, ასე აღიკვეთა „მაიდნის" მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, ზუსტად 5 დღეში. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რაზეც გამოძიება დაწყებულია.


გუშინ, შსს საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე და მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, აქაც იყო ძალადობის მთელი რიგი შემთხვევები, იყო თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, შუშები ჩაამტვრიეს, 10-ზე მეტი ფანჯრის შუა ჩაამტვრიეს შენობაში, იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს ამისთვის. გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა პრემიერმა.