გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი

9-12-2024

არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, მთავრობა გააგრძელებს დღის წესრიგით მუშაობას, 4-წლიანი სამთავრობო პროგრამისა და გაცემული დაპირებების შესრულებას.


„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, ჩვენ გვაქვს შესასრულებელი სამთავრობო, 4-წლიანი პროგრამა და ის დაპირებები, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვსურს, რომ 40 მლრდ-ით გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა, გვინდა, რომ 4%-მდე შევამციროთ უმუშევრობა, 4 %-მდე შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა და ა.შ. ამასთან ერთად, ამ პროგრამის შესრულებასთან ერთად, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგი. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და 4 წლის თავზე საქართველოში და უფრო ადრეც, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დასრულებული ლიბერალური ფაშიზმი. უნდა იყოს განეიტრალებული ის ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების გახლეჩვას, დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით 4 წლის თავზე და უფრო ადრეც მივიღოთ სრულიად განსხვავებული ვითარება. აღარ დარჩება კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი, რაც ძალიან მძიმედ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და თავიდან ბოლომდე გარედან იყო ეს ყველაფერი მოხვეული, არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი,"- განაცხადა პრემიერმა.