გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკატერინე გალდავა საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს

9-12-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის საბჭოსა და კორეის ფინანსური სერვისების კომისიის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-9, ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში (IFCF) მონაწილეობს. ფორუმი გლობალური ფინანსების მომავლის ფორმირების საკითხების განხილვას ეთმობა.


ფორუმის გახსნითი ნაწილის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში საქართველოს როლის ზრდა წარმოადგენს, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველომ მნიშვნელოვან ფინანსურ სტაბილურობასა და მყარ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებსა და პროგრესს ფინტექ და საგადახდო მიმართულებით.


მისი თქმით, ეროვნული ბანკი წამყვან როლს თამაშობს ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ხელშეწყობაში.


„სებ-მა იმგვარი სტრატეგიული მიდგომა შეიმუშავა, რომელიც ღია მარეგულირებელ პოლიტიკაზეა ორიენტირებული და ფინანსური სისტემის სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. ეს მიდგომა პირველადი ფინტექ ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით მხარდამჭერი გარემოს შექმნას გულისხმობს და ინოვაციური იდეების ტესტირებისთვის „რეგულირების ლაბორატორიის“ შემუშავებას ითვალისწინებს. ეს ინიციატივები მხარს უჭერს საფინანსო სისტემის დიჯიტალიზაციას და ხელს უწყობს ინოვაციური გადაწყვეტების ტესტირებასა და დანერგვას, რათა რეგიონის ფინტექ სტარტაპებს წვდომა მისცეს საქართველოს ბაზარზე და ეროვნული ბანკის პლატფორმები ექსპერიმენტებისა და ბიზნეს მოდელის გაუმჯობესების სამართავად გამოიყენოს“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ სიტყვით გამოსვლისას.


ფორუმის სესიები ეძღვნება ფინანსებსა და მონაცემთა დაცვაში ხელოვნური ინტელექტის როლს, ციფრული ტრანსფორმაციის ინოვაციებს, კიბერ და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ რისკებს.


ფორუმში ევროპისა და აზიის ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.


სეულში ვიზიტისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდება სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს იონგრეოლ ლის, კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტს იონგ სეოკ პარკს, და კორეის ფინანსური უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს გურაკ იმს.


ეკატერინე გალდავასთან ერთად, სეულში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლამ ებანოიძე და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე.