გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ვის აწყობდა და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები? - „ნაცების“ ტელევიზიას თუ დავუჯერებთ, ყველა აქტორი „ნაცია“

9-12-2024

„ამ თემებში ღრმად არ შევიდეთ, მაგრამ, დავიწყოთ იმით, ვის აწყობდა და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები? აბსოლუტურად ჩამქრალი მუხტი იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოხდა ამაზრზენი, ამორალური ფაქტი და ამით გამოიკვება რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები. აწყობდათ „ნაცებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ თავდასხმაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


მისი თქმით, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის, „მთავარი არხის“ ვერსიას თუ დავუჯერებთ, ამ ძალადობის შემსრულებლებიც, დაზარალებულებიც და შემთხვევის ადგილთან მყოფი ადამიანებიც „ნაცები“ აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ყველა აქტორი „ნაცია“, თუმცა, ამის მიუხედავად, მდინარაძის განცხადებით, მაინც „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ მომხდარს.


„იქ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მე ვერ დავადასტურებ, იყვნენ არ იყვნენ, „მთავარი არხი“ ავრცელებს და „ნაცების“ ტელევიზიასვე თუ დავუჯერებთ, შემსრულებლებიც იყვნენ „ნაცები“, დაზარალებულებიც არიან „ნაცები“, შემთხვევით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რაკურსით იღებდნენ ამას - ისინიც „ნაცები“. ანუ, ყველა აქტორი „ნაცია“, „ნაცებს“ აწყობთ და ჩვენ გაგვიკეთებია თურმე ეს ამბავი. წარმოუდგენელია, ყველა აქტორი „ნაცია“ - დაზარალებულიც, ვისაც თავად აბრალებენ, ისინიც „ნაცების“ როგორც მინიმუმ, ოჯახის წევრები - ერთის, თუ არ ვცდები დები და დედა „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები და აქტივისტები, მეორის დედა აქტიური მხარდამჭერი, მამამ დაწერა, რომ მე მივდივარ ახლა აქციაზე და ვინც იდენტიფიცირებული იქნა მათ მიერვე, მათ ვერსიას რომ გავყვეთ, თორემ, მე ვერაფერს ვამტკიცებ, ამას გამოძიება იტყვის - ყველა აქტორი არის „ნაცი“, „ნაცებს“ აწყობდათ. დასკვნების გამოტანა მარტივია, თუმცა მათ ვერსიასაც არ გავყვეთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მან ასევე ისაუბრა მეორე ვერსიაზეც და აღნიშნა, რომ თუ დავუშვებთ, რომ თავდამსხმელი არა ოპოზიციის, არამედ „ქართული ოცნების“ მომხრეა, მან უდიდესი მავნებლობა ჩაიდინა და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხა წყალი.


„იმავე დღეს მე ვთქვი, თუ ეს არის ისეთი ვიღაცის გაკეთებული, მათ ვერსიას აქაც რომ გავყვეთ, ერთ-ერთი იდენტიფიცირებული არ ფიქსირდება როგორც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი და თუ ეს გაკეთებულია ვინმე ჩვენი მომხრეს მიერ, მას შემიძლია ვუთხრა, რომ ამ საქციელით ჩვენი მხარდაჭერა კი არა, ჩაიდინა უდიდესი მავნებლობა და „ნაცების“ წისქვილზე დაასხა წყალი - ეს მეორე ვერსიის თანახმად. თუ კოჰაბიტაციური შენაერთი იყო და ის ახორციელებდა ამ დანაშაულს, მაშინ არ ვიცი, რაშია საქმე“, - განაცხადა მდინარაძემ.