გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ჩიხელიძე: გუშინდელმა აქცია პერფორმანსმა გვაჩვენა, რომ რუსთაველზე არა გულანთებული ახალგაზრდები, არამედ სექტანტები დგანან

10-12-2024

„პროტესტსაც საკუთარი ფორმა და საზღვრები აქვს, მესმის მაიდნის სცენარს მიყვებით, მაგრამ დაფიქრდით რას აკეთებთ, იესო ქრისტეს გამოსახულებიანი სასახლის დაწვა გამოხატვის თავისუფლება არ არის!“ - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში და აქციის მონაწილეებს მიმართავს.


„გუშინდელმა აქცია პერფორმანსმა გვაჩვენა, რომ რუსთაველზე არა გულანთებული ახალგაზრდები, არამედ სექტანტები დგანან, მათ სპეცრაზმელების შემდეგ იესო ქრისტე დაწვეს, ეს ყველაფერი ცდება მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს და საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, მათ შორის არაქრისტიანი მოსახლეობის.


პროტესტსაც საკუთარი ფორმა და საზღვრები აქვს, მესმის მაიდნის სცენარს მიყვებით, მაგრამ დაფიქრდით რას აკეთებთ, იესო ქრისტეს გამოსახულებიანი სასახლის დაწვა გამოხატვის თავისუფლება არ არის! აქციაზე რეალურად უსამშობლო, სექტანტები დგახართ, ჯერ იყო და ლგბტ წყვილების კოცნით "გაგვანებივრეთ" შემდეგ ბავშვები ჩართეთ აქციაში, შემდეგ ვიღაც ულვაშიანი ბიჭი გვიმტკიცებდა რომ ფერია არის, ახლა კი იესო ქრისტე დაწვით. სექტანტები ხართ აბა ვინ ხართ“, - წერს ჩიხელიძე.