გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნინო წილოსანი: დარწმუნებულები ვართ, დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ

9-11-2018

„ჩვენ ამომრჩეველს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილს“-ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

„ირაკლი კობახიძე აწარმოებს ამ შეხვედრებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეორე ტურის პირობებში მოგვარდეს როგორც შტაბების მუშაობის, ისე სხვა საკითხები, რაც აქამდე ვერ მოხერხდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება და ამომრჩევლებს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს და არ მოაბრუნოს რეჟიმი, რომელიც ჩვენ ხალხთან ერთად გადავაგდეთ 2012 წელს“- განაცხადა ნინო წილოსანმა.