11-12-2017
"სიმართლე გითხრათ, დაუჯერებელია, პოროშენკო-ლუცენკომ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვონ. არავითარი ლოგიკა ამაში არაა.
ჯერ ერთი, შინაპატიმრობის მოსათხოვნად, წინასწარ დაკავება აბსურდია;
მეორე, სააკაშვილის გარეთ გამოშვება, მით უფრო, დღევანდელი უზარმაზარი აქციის შემდეგ, თვითმკვლელობაა პოროშენკოსთვის;
მესამე, ოლიგარქიის ამოცანაა სააკაშვილის მოშორება უკრაინის პოლიტიკური და გეოგრაფიული სივრციდან. ამ მხრივ, იდეალურია მისი საქართველოსთვის გადმოცემა ფსევდო-კანონიერი გზით (ამიტომაც დაჩქარებულად მიმდინარეობს მისის მოქალაქეობის საქმეების განილვა) ან სულაც უკანონოდ, როგორც მოლდაველი ოპოზიციონერი ვიაჩესლავ პლატონი გაიტაცა ესბეუმ იზოლატორიდან და გადასცა მოლდაველ ოლიგარქ პლახოტნიუკს (ოლიგარქს, ხაზს ვუსვამ);
მეოთხე, წინასწარ რომ საუბრობენ შინაპატიმრობაზე, არაფრის მთქმელი არაა (უფრო პირიქით, საეჭვოა). ამის მიზეზი, სავარაუდოდ, დღევანდელი პროტესტის დამშვიდება იყო (რაც ვერ მოხერხდა). წინააღმდეგ შემთხვევაში, პრესსპიკერი კი არ ილაპარაკებდა ამაზე, აქამდე შეტანილი იქნებოდა შუამდგომლობა სასამართლოში, რაც არ მომხდარა;
რ2ისთვის ზუსტადაა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა სააკაშვილის მიღებაზე, თუმცა სანაცვლო პირობა დაუყენა უკრაინის მხარეს (ეს პირობაც ცნობილია). და ალოგიკურია, ჯერ გაუშვან სააკაშვილი, მერე მოქალაქეობის საკითხებზე უარი უთხრან და ისევ დაკავებაზე იჩალიჩონ ექსტრადიციის ან დეპორტაციის მიზნით.
იმედია, ვცდები. მაგრამ ლოგიკა და გამოცდილება მკარნახობს, რომ ხვალ უკრაინის პროკურატურა სააკაშილისთვის წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ცხადია, ბევრი რამე არ ვიცით და არსებობს ჩვენთვის უცნობი დეტალები, რომლებსაც შეუძლიათ საერთო სურათის რადიკალურად შეცვლა.
იმედია, ვცდები"-წერს ნიკა გვარამია.
წყარო: "გურიის მოამბე"