გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2025 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილია 150 მილიონი ლარი

10-12-2024

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მილიონი ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • მეწარმეობის განვითარება - 247 მილიონ ლარზე მეტი;
  • ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 49 მილიონ ლარამდე;
  • საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება - 102 მილიონ ლარამდე;
  • ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 149 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის გამოყოფილია 70 მილიონი ლარი, ხოლო 21 მლნ ლარი გათვალისწინებულია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად;

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილია 150 მილიონი ლარი.