გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდე, სპორტის სამინისტროს - 298 მილიონ ლარზე მეტია

10-12-2024

2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდეა, –ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. 


მინისტრის თქმით, თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

  • კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 147 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა კულტურული კონკურსების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 30 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა 10-20 პროცენტის ფარგლებში;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 62 მილიონ ლარამდე;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება - 50 მილიონი ლარი;
  • სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა - 9 მილიონ ლარზე მეტი;
  • სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება - 20 მილიონ ლარზე მეტი;

სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 298 მილიონ ლარზე მეტით. თანხები მიიმართება შემდეგი მიმართულებებით:

  • მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 236 მილიონ ლარი;
  • სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები - 42 მილიონ ლარამდე, საიდანაც ფინანსდება საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;
  • სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 10 მილიონი ლარი;

სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 5 მილიონ ლარზე მეტი.