გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სეფაშვილი აქციაზე ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე: უნდა მოსპონ ჩვენი ქართველობა, ეთნიკურობა, კულტურული იდენტობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ თავიანთი გლობალური ზრახვების განხორციელებას

10-12-2024

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი აქციაზე განხორციელებულ პერფორმანსს ეხმიანება.


„დაწვეს ის ქრისტიანული ღირებულებები, რასაც ემყარება ჩვენი გენეტიკა, კულტურული იდენტობა და ეთნოსი“,- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ რადიკალების მიზანია მოსპონ კულტურული იდენტობა იმისთვის, რომ შემდეგ საკუთარი გეგმები განახორციელონ.


მისი თქმით, კუბოს დაწვა, რომელზეც ქრისტე იყო გამოსახული არის სიმბოლო, რომ მათ დაწვეს ქრისტიანული ღირებულებები.


„გუშინდელი პერფორმანსი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ მომიტინგეების მხრიდან, როდესაც დაწვეს კუბო ქრისტეს გამოსახულებით, არის ერთგვარი სიმბოლო, რომ დაწვეს ღირებულებები. დაწვეს ის ქრისტიანული ღირებულებები, რასაც ემყარება ჩვენი გენეტიკა, კულტურული იდენტობა და ეთნოსი. ეს არის მათი ძირითადი ხელწერა, რომ უნდა მოსპონ ჩვენი ქართველობა, ეთნიკურობა, კულტურული იდენტობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ თავიანთი გლობალური ზრახვების განხორციელებას. ეს იყო ერთგვარი აქტი და ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხმა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო და სიხარულის შეძახილები ისმოდა“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.