გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებამ და უშუალოდ სააკაშვილმა ითამაშა ის როლი, რომელიც კრემლისა და პუტინის ინტერესებში ჯდებოდა

9-11-2018

„ჩვენ ყველა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და აქ კითხვის ნიშანი არ ჩნდება. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ, უშუალოდ სააკაშვილმა ითამაშა ის ძალიან ტრაგიკული როლი, რაც ჯდებოდა პუტინის და კრემლის ინტერესებში და ფაქტობრივად ის გახდა ამპროვოკაციის თანამონაწილე“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.


მისივე განცხადებით, ის ვიდეო, სადაც სააკაშვილი აღიარებს, რომ სამხედრო მოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, კიდევ ერთი გახსენებაა იმ ტრაგიკული მოვლენებისა და იმის დადასტურება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სააკაშვილს და ხელისუფლებას აფრთხილებდა, რუსეთის პროვოკაციებს არ წამოგებოდა, მან ეს ნაბიჯი გადადგა.


„შესაბამისად, დღეს თუ ვინმეს ამ მიმართულებით ბოდიში აქვს მოსახდელი და პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე და არა იმკუთხით, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება ოკუპაციასთან დაკავშირებით, აქ საუბარია იმ უპასუხისმგებლო, იმ არასწორ მოქმედებებზე, რამაცსამწუხაროდ რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა“-განაცხადა სესიაშვილმა.