გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პარლამენტმა 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ დადგენილების პროექტი მიიღო

10-12-2024

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას მოუსმინა.


მომხსენებელმა მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა, მიმოიხილა არსებული მაკროეკონომიკური გარემოს თავისებურებები და არსებული რისკები.


ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და საფინანსო სისტემის სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის უზრუნველყოფაა. ასევე, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას იმდაგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას ძირითადი ამოცანების შესრულებას.


„მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში ძლიერი საგარეო შოკებისა, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება.


საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ის გარშემო დასტაბილურდება. აღსანიშნავია, რომ დაბალ ინფლაციასთან ერთად მაღალია ეკონომიკური აქტივობა. ასევე იზრდება ეკონომიკის ჯამური პოტენციალი, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ანეიტრალებს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების თაობაზე.