გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა ლევან გიგინეიშვილზე: ლევანს ვერაფერს დააკლებენ ნინია კაკაბაძეები, თეონა დოლენჯაშვილები და საერთოდ ლიბერ-ფაშისტები, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და სხვადასხვა ღირებულებები აქვთ

10-12-2024

ლევანს ნამდვილად ვერაფერს დააკლებენ ნინია კაკაბაძეები, თეონა დოლენჯაშვილები და საერთოდ ლიბერ-ფაშისტები, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და სხვადასხვა ღირებულებები აქვთ, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.


ლიბერალური წრის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა გიგინეიშვილის ვიდეოს, სადაც ის ქრისტიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირზე დიდი გაერთიანებაა, როდესაც ქრისტიანი ხარ.


როგორც ნინო ფოჩხუა წერს, „ლიბერ-ფაშისტების” ეს რეაქციებიც ადასტურებს, რომ მათი დასასრული გარდაუვალია და ისინიც გრძნობენ ამას.

„ლევანს ნამდვილად ვერაფერს დააკლებენ ნინია კაკაბაძეები, თეონა დოლენჯაშვილები და საერთოდ ლიბერ-ფაშისტები, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და სხვადასხვა ღირებულებები აქვთ.


როგორი გამწარებულები და საქციელ დაკარგულები არიან, რას ეცნენ აღარ იციან, თუმცა გრძნობენ დასასრულს და ეს დასასრული გარდაუვალია.
ლევანს კი ჩემი დიდი პატივისცემა!


ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირი ადამიანები.” - წერს ნინო ფოჩხუა.