გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად ირჩევენ კუბოს

11-12-2024

,,ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად ირჩევენ კუბოს, რაღაც დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ, როდესაც თვითონ არიან სიძულვილის ტირაჟირების უკან, თვითონ არიან ზიზღის ამ აგრესიული კამპანიის ავტორები და სათავეები", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას სურს, ბოლომდე დააზარალოს ქვეყანა, ვინაიდან, ისინი ქართულ საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებია, სასტიკად მარცხდებიან და არ მიეცათ ქართველ ხალხზე შურისძიების შესაძლებლობა.


„ვფიქრობ, საზოგადოება აქაც ხედავს, რომ მათ უნდათ, ბოლომდე დააზარალონ ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან, სინამდვილეში, ჩვენს საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებზე სასტიკად დამარცხდნენ და ამან მათ არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ შური ეძიათ ქართველ ხალხზე. მათ ხომ ხელისუფლებაში მოსვლა ამისთვის უნდათ, რომ ქართველ ხალხზე იძიონ შური, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერასდროს ეღირსებიან და ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ამას არ დავუშვებთ“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.