გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მდინარაძე მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო საუბარზე: ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამართა საუბარი ივანიშვილთან

11-12-2024

„მოკლედ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამართა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. 


მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილმა, შესაძლო, მაკრონი მართლა გააკრიტიკოს. 


„მოკლედ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამართა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან. ეს შეიძლება მართლა გააკეთოს, რადგან მომსახურების არედანაა გასული.


თუმცა ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ გვეიმედება ხალხი, რომ საბოლოო ჯამში იმ არასწორი და უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, თუნდაც პარალელურად, ისინი შეეცდებიან საუბარს დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებასთან, მისი პარტიის დამფუძნებელთან, პარტიის წარმომადგენლებთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და.ა.შ.“, - აღნიშნა მდინარაძემ.