გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან, რა შეიძლება იყოს და როგორ, ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენ მიმართ, ეს ფაქტია

11-12-2024

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმიანება.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, ეს ცალსახად აღიარებას ნიშნავს.


„მოდით, მკითხაობას არ დავიწყებ, არც არის ჩემი სტილი და ჩვევა, უბრალოდ ვიტყვი, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, აქ ცალსახად შენ კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ, ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენ მიმართ, ეს ფაქტია. მეორეც, თუ გავიხსენებთ ბიძინა ივანიშვილის მტკიცე ხასიათს და მის დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ მე პირადად მხოლოდ კარგს ველოდები“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.