გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

10-11-2018

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, "ნაცმოძრაობის" მიერ მომზადებული ნებისმიერი ფორმის თაღლითური შემოთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდენენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს და გადაამოწმონ ნებისმიერი საეჭვო ტიპის ინფორმაცია.


“მინდა მიგმართოთ ყველას თხოვნით, გადაამოწმოთ მსგავსი ინფორმაცია, რომელიც შემოდის მიზანმიმართულად ჩვენი თანამემემულეების ჯგუფებში და კონკრეტულ პიროვნებებთან, გამოიყენოთ ამისთვის საქართველოს საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში მოქმედი 24 საათიანი ცხელი ხაზის სერვისი, რომ უპირველეს ყოვლისა დაცული იქნას თქვენი მოქალაქეობივი უფლება - მიიღოთ საქართველოს პრეზიდენტის არცევნებში მონაწილეობა. ამისთვის ხელისუფლებამ ყველა პირობა შეუქმნა ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთის ქვეყნებში. საკონსულო დაწესებულებები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობენ. ასევე შეგახსენებთ, რომ ხვალ იწურება დღე, როდესაც თქვენ შეგიძლიათ დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ჩართულობა საარჩევნო სიებში.


მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს და ორგანოებს, ზემოთ აღნიშნული შესაძლო თაღლითური სქემები აუცილებლად სასწრაფო რეჟიმში იქნას გამოძიებული და გაშიფრული და დადასტურების შემთხვევაში აუცილებლად მიღებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი ზომები“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ "ნაცმოძრაობა" და "რუსთავი 2" მორიგ ბინძურ კამპანიას გეგმავენ.