გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზურაბ ქადაგიძე: როგორ გგონიათ, იმ ევროპარლამენტარებმა არ იციან კეზერაშვილის საგმირო საქმეები, ნუთუ სტრასბურგის გადაწყვეტილებაც არ უნახავთ?! ყველაფერი კარგად იციან

12-12-2024

ეს ნაძირალა მოიხსენიეს, როგორც მედიამენეჯერი რეზოლუციაში, ხომ გახსოვთ ეგ ამბავი?! როგორ გგონიათ, იმ ევროპარლამენტარებმა არ იციან კეზერაშვილის საგმირო საქმეები, ნუთუ სტრასბურგის გადაწყვეტილებაც არ უნახავთ?! ყველაფერი კარგად იციან, როგორ გამდიდრდა ერთი ღატაკი ჩინოვნიკი, ქართული ჯარის ძარცვითა და აგვისტოს ომის წყალობით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე დავით კეზერაშვილზე.


მისივე თქმით, ყველაზე უსინდისოდ ის ადამიანები გამოიყურებიან, ჟურნალისტებს რომ უწოდებენ თავს და ქართული ჯარის ნაძარცვით საზრდოობენ.


„ეს ნაძირალა მოიხსენიეს, როგორც მედიამენეჯერი რეზოლუციაში, ხომ გახსოვთ ეგ ამბავი?! როგორ გგონიათ, იმ ევროპარლამენტარებმა არ იციან კეზერაშვილის საგმირო საქმეები, ნუ თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებაც არ უნახავთ?! ყველაფერი კარგად იციან, როგორ გამდიდრდა ერთი ღატაკი ჩინოვნიკი, ქართული ჯარის ძარცვითა და აგვისტოს ომის წყალობით. ახლა, როგორ აფინანსებს ტელევიზიას, არასამთავრობოებს, თუმცა ამერიკული გამონათქვამისა არ იყო - „ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარიო“, ეგრე უყურებენ საკითხს. ევროპარლამენტარების ვნებები და სურვილები გასაგებია, მაგრამ ყველაზე უსინდისოდ ის ადამიანები გამოიყურებიან, ჟურნალისტებს რომ უწოდებენ თავს და ქართული ჯარის ნაძარცვით საზრდოობენ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.