გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნოდარ ხარშილაძე: სამწუხაროდ შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. თუ რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად

12-12-2024

არის იმის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების უგუნურ და ძალადობრივ ქმედებას და სამწუხაროდ შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც განხილვადია თუ ეს ასე გაგრძელდა, - განაცხადა „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.


მისივე თქმით, თუ ხელისუფლების რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად.


„ძალიან ცუდ სცენარზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა სამწუხაროდ არსებობს და ამაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება, იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლებაში და ზუსტად მისი გადაწყვეტილებების გამოა, რომ გვიწევს რუსთაველზე მორიგეობა ქვეყნის დასაცავად“, - აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.