გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთში სკოლის ახალი შენობა გაიხსნა

10-11-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა გახსნა.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით, თანამედროვე ტექნიკით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიით, აქვს ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი.


ასევე, შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აქვს სპეციალური ლიფტი, პანდუსი, შესაბამისი სველი წერტილები. სკოლი სმშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 507 000 ლარით დაფინანსდა.


სოფელ ჭანიეთის სკოლის ძველი შენობა ამორტიზირებული იყო და მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ბავშვები დროებით ალტერნატიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდნენ. სამინისტროს ინფორმაციითვე, რთულ პირობებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობამ სკოლიდან მოსწავლეთა მასიური გადინება გამოიწვია, მაგრამ ახალი, თანამედროვე ტიპის სკოლის მშენებლობამ სოფლიდან ქალაქში გადაყვანილი მოსწავლეების უკან დაბრუნებას შეუწყო ხელი.

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით 48 ახალი სკოლა აშენდა