გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მათთვის არ არსებობს მორალური ზღვარი, მსხვერპლი არის მათი ოცნება

13-12-2024

„ეს არის მათი ოცნება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, გაიხსენეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდი. კეზერაშვილის ტელევიზია იყო მაშინ ზუსტად ფლაგმანი იმისა, რომ შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს ზუსტად იმისთვის იყენებდნენ, რომ ასეთი მსხვერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიეღოთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნოდარ ხარშილაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, თუ რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად“.


პაპუაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებისას, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელმა მისი ოჯახიც კი გააკრიტიკა, რაც იმას მოწმობს, რომ სხვისი ნების გამტარებელი ადამიანებისთვის მორალური ზღვარი აღარ არსებობს.


„იმასაც შეგახსენებთ, რომ „მთავარის“ ჟურნალისტი მაშინ აკრიტიკებდა შაქარაშვილის შემთხვევაში მის ოჯახს და ამბობდა, რომ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმესო. ამ ადამიანებისთვის არ არსებობს მორალური ზღვარი, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ხდები სხვისი ნების გამტარებელი, იქ საკუთარ მორალზე და მორალურ კანონებზე ამბობ უარს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათთვის მორალური ზღვარი არ არის, აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები არიან და ამ დღეებში ვიხილეთ. ვიხილეთ ის, რომ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას ასაფეთქებლებით და ამას პირდაპირ ეთერში კომენტირებდა გვარამიას და კეზერაშვილის ჟურნალისტები, რომ ეს იყო თითქოს რაღაც უვნებელი ანცობა, როდესაც ასაფეთქებელს ესვრი პოლიციელს და ვნახეთ, ჩვენ რა დაზიანებები მიიღო პოლიციამ, 150-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული. ეს მასობრივი ძალადობა, მათ შორის, წაქეზებული იყო გარედან, ჩვენ დღემდე ვისმენთ განცხადებებს უცხოელი პოლიტიკოსებისგან თუ დიპლომატებისგან, რომლებიც პოლიციისთვის ცეცხლის გახსნას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.