გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დეკანოზი შალვა კეკელია: მშვიდობიანი პროტესტი ტაძარში გივარდება და გიყვირიან, „გამოდი გარეთ, მოღალატე, ქვეყნის მტერო“ - რას აღწევთ, ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით?

13-12-2024

„ტაძარში ვიყავი, ნათლობა უნდა დამეწყო ახლა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ, დამიწყეს ჯერ ყვირილი. მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდით - ჩვენ გვეუბნებიან მოღალატეებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან, რატომ მეძახიან მოღალატეს, რა გავაკეთე?“, - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.


მისი თქმით, სწორედ ასე იქცეოდნენ კომუნისტების დროს, როდესაც ტაძრებში უვარდებოდნენ ხალხს, გამოჰყავდათ და ხვრეტდნენ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აქციის მონაწილეებთან ერთად იყვნენ მედიის წარმომადგენლები, რომელთა ეთერებში პატრიარქს ლანძღავდნენ.


„ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ პირდაპირ, გუშინდელი ჩემი ქადაგება დაბლოკეს და გააუქმეს, ახლა ამასაც ალბათ დაბლოკავენ და გააუქმებენ, ამიტომ, გთხოვთ, ეს ვიდეო გადაწერეთ ყველამ და ისე დაიდოს, ყველამ რომ ნახოს, ასეთი ძალადობით ეკლესიაში მოგვივარდნენ. კომუნისტების დროს ხდებოდა ასე ეკლესიებში მოვარდნა, ხალხის, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა - ზუსტად ეგ იყო, ქუჩაში დადგნენ ტაძრის წინ და გეძახიან: მოღალატე, გამოდი.


მშვიდობიანი პროტესტი, მშვიდობიანი აქცია, ტაძარში გივარდება და გიყვირიან, გეუბნებიან: „გამოდი გარეთ, შე მოღალატე, შე ქვეყნის მტერო.“ მე რა არ მესმის იცით? ამით რას აღწევთ, რა უნდა მივიღოთ ამით - ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით? ტელევიზიები იყვნენ, რომლის ეთერებშიც პატრიარქს აგინებდნენ, ლანძღავდნენ, ხმა არასდროს არავის ამოუღია,“ - აღნიშნა დეკანოზმა.


მამა შალვა კეკელია შეეხო რამდენიმე დღის წინ, აქციაზე იესო ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის ფაქტსაც და აღნიშნა, რომ თუ ეს შეგნებული დამოკიდებულება იყო, მაშინ ეს არის მტრობა.


მისივე თქმით, სწორედ ამგვარი პატარა დეტალებით დაიწყო კომუნიზმი.

პირდაპირ წერია იმ საიტზე, თუნდაც იმ კუბოზე, რომ ეს ჩინური კუბო არის იესო ქრისტეს გამოსახულებით, ზოგიერთი მღვდელი რომ ამართლებს, ზოგიერთი მღვდელი რომ ჰყვება, ხატი ნაკურთხი უნდა იყოს. აქ ხომ შეგნებული დამოკიდებულება იყო?! მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს მათ, მაგრამ მე აღვნიშნე, რომ თუ ეს ადამიანებმა შეგნებულად გააკეთეს, ეს არის მტრობა.


„ჩემი ცოლის დაქალებში“ ბავშვს რომ ხატი დაახევინეს სერიალში, რატომ იყო? რომ ბავშვი მიაჩვიონ ხატების დახევას, წმინდა ხატებზე ვიღაცების სურათების გამოსახვა. ასე დაიწყო კომუნიზმი, სხვანაირად კი არ დაწყებულა ეკლესიის დევნა“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.