13-12-2024
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია, დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართავს და აცხადებს, რომ რცხვენია, რომ ისინი ნათესავები არიან.
ჟურნალისტის განცხადებით, ვერ ამშვიდებს ის ფაქტი, რომ მისი მოგვარე სპეცრაზმელთა სიაში არ იყო, ვინაიდან ამ დროს დეკანოზი აქციის მონაწილეებს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ კუბოზე, რომელიც მათ დაწვეს, იესო ქრისტე იყო გამოსახული.
„შალვა კეკელია, ერთხელ ხომ გადმოგცეს, ახლაც გეტყვიან! - მრცხვენია, ჩემი ნათესავი რომ ხარ, ჩემი მოგვარე სპეცრაზმელთა სიაში რომ არ იყო არცერთი, ეგ არ მამშვიდებს, როცა შენ იქ დგახარ, სადაც დგახარ და აქ ბავშვებს ამუნათებ ჩინურ კუბოს იესო ეხატაო... და ყოველ ღამე პარაკლისებს ვიხდიო, რისთვის ლოცულობ, სახე რომ დაალეწეს ხალხს იმ რეჟიმისთვის? არმანის ანაფორით არ შეიწირავს ცილისმწამებლისგან, ხომ იცი?! პ.ს. თურმე წესს რომ გვიგებს მადლობელი უნდა ვიყოთ... ფუიი,“ - წერს ნინუცა კეკელია.