გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ამას, ხომ მოხერხება და მზაკვრული დაგეგმვა უნდა, საქართველოში ეკლესიაში მივარდე და მღვდლები გალანძღო-ქრისტანობისა და სამშობლოს, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჯერ არავის მოუგია

13-12-2024

„ამას, ხომ მოხერხება და მზაკვრული დაგეგმვა უნდა, საქართველოში ეკლესიაში მივარდე და მღვდლები გალანძღო“ - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ შემთხვევაზე.


ნიკოლეიშვილის თქმით, ქრისტანობისა და სამშობლოს, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჯერ არავის მოუგია, ეს უღმერთობი და უსამშობლოებიც სასტიკად დამარცხდებიან.


„ასე დაიწყეს, ანგაჟირებულები და ჭკუიდან გადასულები ჯერ ქუჩების გადაკეტვას ცდილობდნენ რამდენიმე ადგილას, მერე ეკლესიასთან ჩამოიარეს და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვიროდნენ მამა შალვა კეკელიას და სხვა მღვდელმსახურების მისამართით. ამას, ხომ მოხერხება და მზაკვრული დაგეგმვა უნდა, საქართველოში ეკლესიაში მივარდე და მღვდლები გალანძღო. მართლა ეშმაკეულები და შეპყრობილები გვებრძვიან.


ქრისტანობისა და სამშობლოს, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჯერ არავის მოუგია, ეს უღმერთობი და უსამშობლოებიც სასტიკად დამარცხდებიან“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.