გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შოთა დიღმელაშვილი-მამა(თმავალი) შალვა კეკელია რას დრამაქვინობს-ზრდილობის ფარგლებში აუხსნეს, რაც არიან

13-12-2024

ოპოზიციონერი აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს, რა დროსაც მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


დიღმელაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას პასუხობს და აცხადებს, რომ პირიქით, „იქით გამოუვარდნენ ხალხს და ხელებს უშლიდნენ“.


„ეს მამა(თმავალი) შალვა კეკელია რას დრამაქვინობს, ვინ შეუვარდა. რასაც ვუყურე, იქით გამოუვარდნენ ხალხს და ხელებს უშლიდნენ. ათასობით ადამიანი იყო, არავინ შეხებია, ზრდილობის ფარგლებში აუხსნეს, რაც არიან.

ამ დროს ეგენი რომ გამორეკავენ ხოლმე თავიანთ ფანატიკოსებს პატარა ჯგუფების საცემრად, დანდობა არ აქვთ. ლამის არის ცოცხლად შეჭამონ ადამიანები. ოფისები აქვთ დარბეული და ჟურნალისტი ცემით მოკლული“ - წერს დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.