გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ტრადიციებსა და სუვერენიტეტს

14-12-2024

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად მიმდინარე კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მან დღეს ხმა მისცა საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას.


„ხმა მივეცი საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ტრადიციებსა და სუვერენიტეტს და დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს იმ ღირსებას, რაც მისმა წინამორბედებმა აჰყარეს ამ ინსტიტუციას. ვუსურვებ მიხეილს გამარჯვების და წარმატების გზაზე სიარულს და მეამაყება, რომ ის "ხალხის ძალის" წიაღიდან მოდის,“ - წერს სოზარ სუბარი.