გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საჩხერის რეგიონული ლაბორატორიაში სურსათის დიაგნოსტიკის მიმართულებით კვლევების გაძლიერება იგეგმება

14-12-2024

საჩხერის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.


საჩხერეში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან ერთად, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სტუმრებმა ლაბორატორიაში არსებული საერთაშორისო დონის აპარატურა დაათვალიერეს.


„მნიშვნელოვანია რეგიონულ დონეზე მოხდეს ლაბორატორიული სერვისების გაძლიერება. ძლიერი ლაბორატორიის არსებობა პირდაპირ უწყობს ხელს ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად აგრძელებს რეგიონული ლაბორატორიების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდების მიწოდებას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა  და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.