გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ირაკლი კობახიძე: მინდა, კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პროტესტის განცდა, შევხვდე ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსია

14-12-2024

ჩავარდა ნაცმაიდანი და ამ ფონზე მინდა, კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პროტესტის განცდა, შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მზად არის ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან.


„მე პირადად მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდე ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს საჯარო დისკუსია, თუ არასაჯარო დისკუსია, ვთავაზობ ყველას ასეთი დისკუსიის გამართვას ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის თაობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.