გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მათიკაშვილი ყაველაშვილზე: ჩვენს ქვეყანას უკვე ჰყავს ნამდვილი პატრიოტი, ქვეყნის მოყვარული პოლიტიკოსი, რომლისთვისაც რაიმე წინააღმდეგობა საკუთარი ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეში არ არსებობს

15-12-2024

„ჩვენს ქვეყანას აწ უკვე ჰყავს ნამდვილი პატრიოტი, ქვეყნის მოყვარული პოლიტიკოსი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სწორედ ჩვენს ქვეყანას მიუძღვნა, ის არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი და მებრძოლი ადამიანი, რომლისთვისაც რაიმე წინააღმდეგობა საკუთარი ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეში არ არსებობს“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.


იგი დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილი კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს სალომე ზურაბიშვილის მიერ ანტიქართული ქცევებით დაზიანებულ პრეზიდენტის ინსტიტუტს.


„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს იმ მოცემულობას, რაც, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა თავისი ანტიკონსტიტუციური და ანტიქართული ქცევებით მოახდინა საქართველოში. საპარლამენტო რესპუბლიკის სამართლებრივი რეგულაციების მხრივ ზუსტად ადეკვატური არჩევნების გზით მოხდა ამ ეტაპზე პრეზიდენტის არჩევა. მე ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ვულოცავ სრულიად საქართველოს და ვუსურვებ მას წარმატებულ მსახურებას თავისი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს წინსვლის, განვითარების, გამთლიანების და ევროპული მიმართულებით წარმატებული სვლის გზაზე“ - განაცხადა მათიკაშვილმა.


მისივე თქმით, ლეგიტიმაციაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილი და დანარჩენი რადიკალური ოპოზიცია, სწორედ თავიანთი ლეგიტიმაციის პრობლემაზე უსვამენ ხაზს. მათიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ დროა, ზურაბიშვილმა ახალი სამსახური მოძებნოს.


„როდესაც ლეგიტიმაციაზე საუბრობენ, კარგად ჩანს, რომ როგორც ზურაბიშვილი, ისე დანარჩენი რადიკალური ოპოზიცია, რეალურად საკუთარი ლეგიტიმაციის პრობლემას ასახელებენ, იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია, რომელიც ერთი მხრივ „ქართულმა ოცნებამ“, მეორე მხრივ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, არის ის დემოკრატიული კონსტიტუციური დანაწესი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უნდა დაემორჩილოს.


1 200 000 ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, რომელმაც ირიბად მიხეილ ყაველაშვილს დაუჭირა მხარი და ლეგიტიმაციის პრობლემა უდგათ სწორედ ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას. ზურაბიშვილის და რადიკალების მცდელობა, მოპარონ ჩვენს საზოგადოებას და ბავშვებს ახალი წელი და შობა, მცდელობა, ქვეყანას მოპარონ ის მოცემულობა, რასაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მისი პრეზიდენტის სასახლეში შესვლა ჰქვია - ზურაბიშვილისთვის მართლაც დროა, მოძებნოს ახალი სამსახური, მან თავისი მოღვაწეობა ძალიან სამწუხარო ნოტებით დაასრულა, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიაზრა, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.