გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გია აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის - არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

16-12-2024

საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის - არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ლიეტუვისა და ესტონეთის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წევრებისთვის.


აბაშიძის თქმით, ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში და მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღება.


„საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის - არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს გადაწყვეტილება აიხსნება შემდეგი გარემოებებით: - არ უნდა დაზიანდეს ტრადიციული მეგობრობა ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის. - ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში. მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღებიან. - ევროკრატიული ნეგატივი დროებითია და შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ,“- წერს გია აბაშიძე.