გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოს ოფიციალურ პირებს არ დაასანქცირებს

16-12-2024

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციებს არ დააწესებენ, ვინაიდან უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკად იოზვიაკი ავრცელებს.


„ევროკავშირი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს დღეს არ შემოიღებს. უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება.


ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის თავისუფალი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა, რასაც დრო დასჭირდება“, - დაწერა იოზვიაკმა სოციალური ქსელ X-ში.