გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის თავისუფლება სრულად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა

17-12-2024

განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესკომპანიების განცხადებების შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერის თქმით, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ.


„ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე. პრაქტიკულად, ბიზნესი არ დატოვეს რეკეტის გარეშე. ერთადერთი პასუხი არის ბიზნესის თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.