გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სანაპირო დაცვის ახალმა ხომალდებმა „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ ნატოს ხომალდების ერთობლივ საზღვაო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა

11-11-2018

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.


სწავლებებში მონაწილეობდა: აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გადმოცემული ხომალდები - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 5 ხომალდი - "FGS RHEIN" (გერმანია), "TCG ERDEMLI" (თურქეთის რესპუბლიკა), "BRG STIBAR" (ბულგარეთი), "ROS DIMITRIE NICOLESCUE" (რუმინეთი) და "SPS TURIA" (ესპანეთი). აღსანიშნავია, რომ „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ მსგავს სწავლებებში პირველად მიიღეს მონაწილეობა.


საზღვაო წვრთნები მოიცავდა ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს, ძებნა-გადარჩენის სწავლებებსა და ყოფილი ნაღმსაშიში საზღვაო რაიონების შემოწმებას.


ერთობლივი სწავლებები ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. წვრთნები მიზნად ისახავდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.