11-11-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას წევრებმა“, ახალგაზრდებმა და „გირჩის“ წევრებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტს უკანალი დაანახეს.
ინიციატორი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე იყო. პროტესტის ამ ფორმით მონაწილეებმა ოკუპანტ რუსეთს დაანახეს, რომ საქართველოში მათი ადგილი არ არის.
"არა რუსულ ოკუპაციას", "რუსეთი ოკუპანტია"; გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს" - ისმოდა შეძახილები.