გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევით პატარა პერფორმანსი უნდა შედგეს, მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით დაასრულოს გამოსვლა

17-12-2024

ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, აპირებენ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა შედგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მარტივი პერფორმანსი, რომელსაც ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება.


„მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს საკუთარი გამოსვლა. რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი პერფორმანსებით ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე.", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.