გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, მათ შორის, გდდ-ს თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მათ შეძლეს ამ ქვეყანაში „მაიდნის" ჩაშლა

17-12-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მათ შეძლეს ამ ქვეყანაში „მაიდნის" ჩაშლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მათ განსაკუთრებულ წვლილს.


„მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონკრეტულად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, შეძლეს ამ ქვეყანაში „მაიდნის" ჩაშლა. მათი წვლილი ამ ყველაფერში არის განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, მათ შორის, გდდ-ს თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის", - განაცხადა პრემიერმა.