17-12-2024
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ეხმაურება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დამატებითი სანქციებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო, რაც ახლა არ არის.
„კაია კალასი: სანქციებისთვის გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს! წუხს ქალბატონი კაია, რომლის ქმარს 200 მილიონიანი ბიზნესი აკავშირებს რუსეთთან! რაც კაია, კაია! არა, ქალბატონო კაია? მშვიდობიან აქციებზე არია თქვენი შესრულებით ყალბად ჟღერს!“, - წერს ხაინდრავა X-ზე.