გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გეგმებში შედიოდა, ერთ მხრივ, გაკვირვებას არ იწვევს

17-12-2024

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გეგმებში შედიოდა, ერთ მხრივ, გაკვირვებას არ იწვევს. არანაკლებ საგულისხმოა სამხრეთ კავკასიაში ცხელი წერტილის გაჩენის მცდელობა. თუ გადავხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის ფაქტებს და აქაური უსამშობლოების აქტივობებს, ასეთი სცენარის შესახებ ეჭვი აღარავის არ ეპარება, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


ნიკოლეიშვილის თქმით, რჩება მხოლოდ რამდენიმე კითხვა, თუ ვის წისქვილზე დაასხამდა ეს ყოველივე წყალს, აშშ-ის თუ რუსეთის და რატომ უნდა განწირულიყო ამის გამო საქართველო, როგორც სახელმწიფო და მისი ხალხი.


„კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გეგმებში შედიოდა, ერთ მხრივ, გაკვირვებას არ იწვევს. არანაკლებ საგულისხმოა სამხრეთ კავკასიაში ცხელი წერტილის გაჩენის მცდელობა. თუ გადავხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის ფაქტებს და აქაური უსამშობლოების აქტივობებს, ასეთი სცენარის შესახებ ეჭვი აღარავის არ ეპარება. რჩება მხოლოდ რამდენიმე კითხვა, ვის წისქვილზე დაასხამდა ეს ყოველივე წყალს, აშშ-ის თუ რუსეთის და რატომ უნდა განწირულიყო ამის გამო საქართველო, როგორც სახელმწიფო და მისი ხალხი. საბედნიეროდ, ხელისუფლების გონივრულმა ნაბიჯებმა ამ დიდ საფრთხეს აგვაცილა, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას მაინც ბოლომდე სურს რეზიდენტის როლის თამაში, რაშიც მათ აქციაზე მისული მომიტინგეებიც ძალაუნებურად ეხმარებიან. სულ მცირე დრო რჩება მათ საბოლოო კრახამდე, ოღონდ სიფხიზლისა და სიფრთხილის ოდნავი მოდუნება უკვე წამითაც არ შეიძლება,“- წერს ნიკოლეიშვილი.