17-12-2024
„ის ბიზნესები, რამდენიც არიან და ვინც არიან, რომლებმაც სახელდახელო მიმართვას მოაწერეს ხელი (მალე გაირკვევა ვინ იდგა ამის უკან) რა სტატუსით არიან ამის შემდეგ? ჩვეულებრივი ბიზნესის? არა, პოლიტიკური მხარის? კი რადგანაც მათი მოთხოვნები ერთი ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს. მე კიდევ ერთ სტატუსს დავუმატებდი მათ - რადიკალური ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ზემოთ ხსენებულ ბიზნესებს მხოლოდ ხელმოწერების დაფიქსირებას არ აკმარებენ და თავიანთ სფეროებში პატარ-პატარა საბოტაჟის აქტებს მოსთხოვენ.
„ის ბიზნესები, რამდენიც არიან და ვინც არიან, რომლებმაც სახელდახელო მიმართვას მოაწერეს ხელი (მალე გაირკვევა ვინ იდგა ამის უკან) რა სტატუსით არიან ამის შემდეგ? ჩვეულებრივი ბიზნესის? არა, პოლიტიკური მხარის? კი რადგანაც მათი მოთხოვნები ერთი ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს. მე კიდევ ერთ სტატუსს დავუმატებდი მათ - რადიკალური ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე. მეორე კითხვა, რომელიც ბუნებრივად ჩნდება: რას აპირებენ ეს ბიზნესები? გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ მათ მხოლოდ ხელმოწერების დაფიქსირებას აკმარებენ და მეტს არ მოითხოვენ მათგან. რა იქნება ეს მეტი? თავიანთ სფეროებში პატარ-პატარა საბოტაჟის აქტები, თან ისე რომ თავი არ დაიზარალონ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.