გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე: ჯეფრი საქსმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს, როგორ ცდილობენ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, 20 იანვრამდე საქართველოში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება

17-12-2024

უაღრესად საინტერესო მოაზროვნე, აშშ და მსოფლიო პოლიტიკის სამზარეულოში კარგად ჩახედული ამერიკელი მეცნიერი, ანალიტიკოსი, პროფესორი ჯეფრი საქსი, რასაც ამბობს, ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა გონიერმა, პატრიოტმა მოსახლეობა დიდი ხანია იცის, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის ინტერვიუს პროფესორ ჯეფრი საქსთან, რომელმაც, სხვა თემებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრა.


გვენეტაძის განცხადებით, ქართული ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში მეხუთე კოლონას წარმოადგენს, ყველანაირად ცდილობს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. მისივე თქმით, ამერიკელმა პროფესორმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ საქართველო ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა.


“უაღრესად საინტერესო მოაზროვნე, აშშ და მსოფლიო პოლიტიკის სამზარეულოში კარგად ჩახედული ამერიკელი მეცნიერი, ანალიტიკოსი, პროფესორი ჯეფრი საქსი, რასაც ამბობს, ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა გონიერმა, პატრიოტმა მოსახლეობა დიდი ხანია იცის. სახელდობრ, ამას მოწმობს დოკუმენტებით გაჯერებული უამრავი გამჟღავნებული თუ ბოლომდე გაუმჟღავნებელი ფაქტები. გარე თუ შიდა ძალების ის ფაქტობრივი მტრული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რაც საქართველოში და მის ირგვლივ დაწყებული 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მიმდინარეობს.მიაქციეთ ყურადღება, როგორ გამალებით ცდილობენ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რათა საქართველოში 20 იანვრამდე როგორმე შეასრულონ პატრონების მიერ მიცემული დავალება-მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება.იმდენად ჩქარობენ და ორკესტრირებულად გაჰყვირიან გადატრიალებაზე სააკაშვილი და გახარია, რომ ამ უკანასკნელს, აგონიაში მყოფს კიდევაც დაავიწყდა, როგორ ემუქრებოდა ერთ დროს ნაცებს დასრულებით. ამით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ გახარია, სააკაშვილი და საერთოდ, დღევანდელი ე.წ. ოპოზიცია სინამდვილეში კი მეხუთე კოლონა, ერთი გარე პატრონის შვილებია და ერთიანი დავალებით მოქმედებენ რეგიონის აფეთქებისათვის, რასაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ ეღირსებიან.ბატონმა ჯეფრი საქსმა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა ჯერ კიდევ თუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს და საერთოდ რეგიონს, რისთვისაც დიდი მადლობა მას." - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.