გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში საპროტესტო აქციებზე: სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს - თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს

18-12-2024

მაკკეინის ინსტიტუტის მისია 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით თბილისში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან.


მისიაში შედიოდნენ ყოფილი დიპლომატები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან.


მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მისია შეშფოთებულია აზრის მშვიდობიან გამოხატვაში ჩართული მოქალაქეების მიმართ ოფიციალური

ძალადობის მასშტაბებითა და სიმძიმით“.


„სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ საშინელ შემთხვევაში, თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


მაკკეინის ინსტიტუტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოება კონკრეტული ზომებით დადგეს ქართველი ხალხის გვერდით.